გომელაური: ზელენსკის ფრაზა დიპლომატიაში არ ჯდება

გომელაური: ზელენსკის ფრაზა დიპლომატიაში არ ჯდება

9-03-2022, 13:40 - 2022
1 827
       

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელია. 
 
ზელენსკიმ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს ამორალური პოზიცია უწოდა.
 
ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება.
 
ეს განცხადება ჩემთვის სრულიად მიუღებელი და ძალიან ცუდია.
 
არანაირად არ ჯდება არც დიპლომატიაში და საერთოდ, არც პოლიტიკაში, ძალიან სამწუხაროა.
 
საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია
“, - აცხადებს გომელაური.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები