საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი - 9-12 მარტის პროგნოზი

საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი - 9-12 მარტის პროგნოზი

9-03-2022, 00:57 - 2022
1 085
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
 
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
 
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები