37 ქვეყანა თანხმდება, რომ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში რუსეთსა და ბელარუსს მონაწილეობა აეკრძალება.
რამდენიმე წუთის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრეს ოფისმა გაავრცელა განცხადება.
განცხადებას ხელს 37 სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლები აწერენ.
ცნობილი ხდება, რომ განცხადების ტექსტი შეთანხმებულია ხელმომწერი ქვეყნების სპორტის მინისტრების ან მათი ექვივალენტი თანამდებობის პირების მიერ.
ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ არის.