რუსეთში „მაკდონალდსის“ 850 და KFC-ის 1 000 რესტორანი დაიხურება

რუსეთში „მაკდონალდსის“ 850 და KFC-ის 1 000 რესტორანი დაიხურება
9-03-2022, 00:02 - 2022
527

„მაკდონალდსი“ რუსეთში ყველა, 850-ვე რესტორანს ხურავს.
 
ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებენ.
 
ცნობისთვის, მოსკოვში პირველი „მაკდონალდსი“ 1990 წელს გაიხსნა.
 
რუსეთში ასევე 1000-მდე KFC-ის რესტორანი დაიხურება.
 
ცნობილი ხდება, რომ გადაწყვეტილება კომპანია Yum! Brands-მა მიიღო, რომელიც KFC-სა და Pizza Hut-ს ფლობს.
 
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრენდმა რუსეთში ყველა ინვესტიცია შეაჩერა.
 
ასევე, ისინი რუსეთში მიღებულ მოგებას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში დახარჯავენ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა