გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ზელენსკის გუნდს გამოუცდელი პატარა ბიჭების მთავრობას უწოდებს და უკრაინაში ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
ამ განცხადებების გამო, ოპოზიცია, დავით რაზმაძის გადადგომას მოითხოვს.
„შეახოცა მთელი უკრაინა ზედ... ჯარი არ ჰყავდა და 45 მილიონიან ქვეყანას ჰქონოდა საშუალება რომ დახვედროდა ამ დაჟანგებულ ტანკებს.
რუსეთი აღარ არის ის ძალა, მითუმეტეს, ამხელა დახმარება აქვს ჩვენი მეგობრებისგან. მერე იცლის, რომ საქართველო და მისი მთავრობა აკრიტიკოს.
ის გამოუცდელი, პატარა ბიჭები ლაპარაკობენ ამას... რომელი არის გამოცდილი აბა მითხარით...
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეხმარება ყველანაირად აბსოლუტურად. ჰუმანიტარულად, ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ...
ვინ გაგვიკეთა ჩვენ 2008 წელს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგის მსგავსი გაგვიკეთა რამე? რუსებს ეხლა რომ დაუწყეს, სულ თავისუფლად ესვრიან ხო, და გააღიაზიანა...“, - ამბობს რაზმაძე.