ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.
უმაღლესი სასწავლებლის ინფორმაციით, ის უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა და წასვლისას განაცხადა, რომ რჩებოდა „ქართულ ოცნების“ პარტიაში.