სუს-ში თბილისის მერიის თანამშრომლები დაიბარეს

სუს-ში თბილისის მერიის თანამშრომლები დაიბარეს

2-02-2022, 18:55 - 2022
1 354
       

ქრთამის აღების საქმეზე თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

უწყებაში გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს, სუს-ში შესვლამდე კომენტარი არც თბილისის მერიისა და არც სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს გაუკეთებია.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები