ნიკა მელია: საქართველო შესაძლოა, ხვალ სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს

ნიკა მელია: საქართველო შესაძლოა, ხვალ სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს

7-03-2022, 18:27 - 2022
1 461
       

„საქართველო გადაიქცა მკვლელებისთვის სანქციების თავის არიდების ადგილად. ამ დანაშაულებრივი ქმედებით „ქართული ოცნება“ მკვლელებს პუტინის რეჟიმს აფინანსებს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აგრესორი რუსეთისთვის სანქციების არდაწესება ქვეყანას აყენებს საფრთხის წინაშე, რომლის მიხედვითაც, შეიძლება მომავალში საქართველოს დაუწესონ სანქციები.

„მთელი მსოფლიოს თვალწინ რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უუკრაინულ ქალაქებს, დამიზნებით ესვრის ჭურვებს საცხოვრებელ კორპუსებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და საავადმყოფებს, კლავს მშიდობიან მოსახლეობას. უკვე მოკლულია 38 ბავშვი, შუაგულ ევროპაში ასობით ბავშვი იბადება მიწისქვეშა ბუნკერებში და არავინ იცის, როდის იხილავენ ისინი მშვიდობიან ცას და დღის შუქს. უკრაინა უკვე მილიონ ნახევარი უკრაინელი არის იძულებით დევნილი. ამ ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანდა ცივილური მსოფლიო, რომელიც მორალურად, ფინანსურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი მხარში ამოუდგა უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხს. დღეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო თანხმდება, რომ ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება პუტინის რეჟიმი, მეტიც პუტინის რეჟიმის მარცხი არის გარდაუვალი და ამ დროს რას აკეთებს, საქართველოს ხელისუფლება? მისი წარმომადგენლები საკუთარ განცხადებებში უკვე სისტემატურად თავს ესხმიან ომში მყოფ უკრაინასა და უკრაინელებს, მათ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ასეთ რამეს მსოფლიოში მხოლოდ ორი სახელმწიფო კადრულობს - რუსეთი და ბელარუსი. მაშინ, როდესაც ასეთი ერთსულოვანია მსოფლიო, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველო ღიად დააყენა ამ ორი სახელმწიფოს გვერდით. ახლა კი დამატებით ვიგებთ, რომ როცა პუტინი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გენოციდს უწყობს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტთან აწარმოებს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი ხდება რუსული საინფორმაციო გამოშვებებიდან. საქართველო გადაიქცა მკვლელებისთვის სანქციების თავის არიდების ადგილად. ამ დანაშაულებრივი ქმედებით „ქართული ოცნება“ მკვლელებს პუტინის რეჟიმს აფინანსებს. აგრესორი სახელმწიფოსთვის სანქციების არიდების ხელშეწყობა ჩვენ გვაყენებს იმ რისკის წინაშე, რომ ხვალ შესაძლოა, საქართველოც აღმოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ქვეშ და სწორედ ეს დააზიანებს ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ნიკა მელია.

       
პოპულარული