ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის 20 000-25 000 მოქალაქე შემოვიდა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, დროის რა მონაკვეთში შემოვიდა საქართველოში 20-25 ათასი რუსეთის მოქალაქე.
„რიცხვები თუ არ ვცდები, ეს არის 20-25 ათასი ადამიანი, ეს არის ის რაოდენობა, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიის შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო მიმოსვლა, მაგრამ 2020-შიც იგივე რაოდენობა იყო შემომსვლელების. განცხადება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არაა“, - ამბობს ლევან დავითაშვილი.