ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, აპირებენ თუ არა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთება შეზღუდონ.
„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას, საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოსთვის, საინტერესოა იმიტომ, რომ თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რომლისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილია, რომ მოვიზიდოთ მეტი ადამიანი. ამიტომ თუ ადამიანი გამოურბის რეჟიმს, რათა თავის საქმე აკეთოს, ეროვნების მიუხედავად, ჩვენ მივესალმებით ლეგალურად საქმის კეთებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.