ეკონომიკის მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება

ეკონომიკის მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება

7-03-2022, 13:06 - 2022
1 060
       

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა ქართული კომპანიებს რძის პროდუქტების ექსპორტზე შესაძლოა, დადებითად უპასუხოს.
 
„ამ საკითხზე საქართველოს არ მიუმართავს, მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან. მათ აინტერესებდათ ახალ ბაზრებზე გასვლა ცხოველური წარმოების პროდუქტზე, რასაც რეგულაციები გააჩნია.
 
ეს ინფორმაცია საქართველოდან 2020 წელს გაიგზავნა და პარასკევს თუ შაბათს რუსულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოდან გაგზავნილი განცხადებებზე შეიძლება დადებითი პასუხი იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები