ირაკლი ღარიბაშვილი: საფრთხე არ გვემუქრება

ირაკლი ღარიბაშვილი: საფრთხე არ გვემუქრება

7-03-2022, 11:42 - 2022
959
       

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროვოკაციების მიუხედავად, მშვიდობას შეინარჩუნებენ. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა პროვოკაციებს გულისხმობდა.

მანვე მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება.

„მიუხედავად ამ გამოწვევების და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, არავითარი საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები