ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

7-03-2022, 11:27 - 2022
3 482
       

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენთვის, ყველასთვის ომი არის კატეგორიულად მიუღებელი. ის, რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს უკრაინაში, ის ტრაგედია, რაც ხდება. ადამიანები იღუპებიან და ეს არის სამწუხარო ფაქტი. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები