„საქართველოს მთავრობისგან მკაფიო განცხადებებს ვისურვებდით“ - გზავნილი უკრაინიდან

„საქართველოს მთავრობისგან მკაფიო განცხადებებს ვისურვებდით“ - გზავნილი უკრაინიდან

2-02-2022, 18:07 - 2022
922
       

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან სერიოზული და მკაფიო განცხადებების გაკეთებას ისურვებდნენ.
 
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, მეგობარი ქვეყნის დახმარება უფრო კონკრეტული იყოს.
 
„მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველომ საერთოდ არ დაუჭირა მხარი უკრაინას, რადგან საქართველოს ბევრი პოლიტიკოსი, ჩვენი მეგობრები, დელეგაცია, მხარს უჭერს ჩვენ ქვეყანას.
 
ჩვენ ვისურვებდით უფრო კონკრეტული დახმარების მიღებას საქართველოსაგან, როგორიცაა შეიარაღება, ასევე, საქართველოს მთავრობისგან სერიოზულ და მკაფიო განცხადებების გაკეთებას ვისურვებდით.
 
ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები უკრაინის გვერდით არიან და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი, მჯერა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპის დიდი ოჯახის წევრები გახდებიან“, - განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები