საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „თელმიკოს“ ბილინგისა და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შეისწავლის.
როგორც სემეკში განმარტავენ, გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს შეეხება.