რუსთავის მე-12 ციხესთან აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 ციხესთან აქცია მიმდინარეობს
6-03-2022, 15:15 - 2022
539

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

ექს-პრეზიდენტის მომხრეები მის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები  წარწერით - „თავისუფლება 2008 წლის ომის მთავარსარდალს“; „მიშა ისჯება საქართველოს დაცვისთვის“, „Free Mikheil Saakashvili”.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა