თბილისის 6 უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის 6 უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

6-03-2022, 01:17 - 2022
979
       

კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 7 მარტს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
 
ქუჩების ჩამონათვალი:
 
გლდანის რაიონი -  გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, ბარისახოს, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას და სკოლის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ფარსმან ქველის, შულენბურგის, მწვანე, ხევისპირის, კეცხოველის, ხიზაბავრის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ისაკიანის, ავშნის, ნუშის, ნიჟარაძის, რჩეულიშვილის, მონადირის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
 
ვაკის რაიონი -  გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, მიქელაძის და შატბერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
 
სამგორის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
 
მთაწმინდის რაიონი -  გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
 
ჩუღურეთის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
 
საბურთალოს რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბენდელიანის, ალექსიძის, სანაპიროს, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ქავთარაძის, გოძიაშვილის, იოსელიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები