თამარ გვერდწითელი კრემლში აღარ იმღერებს

თამარ გვერდწითელი კრემლში აღარ იმღერებს
5-03-2022, 23:50 - 2022
1 260

6 მარტს კრემლის სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტში ქართველი მომღერალი, თამარ გვერდწითელი მონაწილეობას აღარ მიიღებს. 
 
ამის შესახებ პოსტი გვერდწითლის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
 
6 მარტს კრემლში გამართულ კონცერტზე თამარ გვერდწითელი არ იმღერებს“, - წერია გვერდზე.

სარვამარტო კონცერტზე ვლადიმირ პუტინის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის ნიკოლაი ბასკოვი, ლევ ლეშენკო და იგორ კრუტოი წარსდგებიან. 
 
კონცერტში მონაწილეთა სიაში იყვნენ ქართველი შემსრულებლებიც - თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი, ასევე ჯგუფ А-СТУДИО-ს წევრი ქეთა თოფურია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები