„ქართული ოცნების“ დეპუტატი - 2008-ის ომი ბავშვის თამაში იყო, ამიტომ ვართ ფრთხილად

„ქართული ოცნების“ დეპუტატი - 2008-ის ომი ბავშვის თამაში იყო, ამიტომ ვართ ფრთხილად

5-03-2022, 00:15 - 2022
752
       

„2008-ის ომი ბავშვის თამაში იყო, ამიტომ ვართ ფრთხილად“, - ამის შესახებ ტელეკომპანია POS TV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ის რაც ხდება უკრაინაში, შეიძლება, საქართველოშიც მოხდეს.
 
არ მინდა, ძალიან მძიმედ გამომივიდეს, მაგრამ საქართველოში მე ჩემს ნაცნობებს რომ ვესაუბრები, ერთ რამეს ვამჩნევ, არ სჯერათ, რომ ეს ჩვენთან შეიძლება, მოხდეს. 
 
იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს, ის [2008 წლის ომი] იყო ბავშვის თამაში. 
 
შესაშინებლად ამას არ ვამბობ, საფრთხე არის რეალური და დიდი საქართველოში, ის რასაც ვხედავთ ტელეეკრანზე, შეიძლება, ჩვენს უბნებში დატრიალდეს, ამიტომ ვართ ძალიან ფრთხილად. 
 
ეს თუ ყველამ არ გაიაზრა, მერე უკვე ძალიან გვიან იქნება
“, - განაცხადა  გიორგი ხელაშვილმა.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები