„ეს საშინელებაა, მაგრამ ეს ომი ალბათ მალე არ დასრულდება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებმა უნდა გააგრძელოთნ ძალისხმევა.
„სამწუხაროდ, და ეს საშინელებაა, მაგრამ ეს ალბათ მალე არ დასრულდება.
ძალისხმევა, რომელიც ჩვენ ერთად გავიღეთ, უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც პრეზიდენტმა [ბაიდენმა] თქვა, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც ესმით ვლადიმერ პუტინის ზიზღი.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა, სანამ ეს არ დასრულდება. სანამ ომი არ დასრულდება, სანამ რუსული ჯარები არ გავლენ და უკრაინელები დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღადგენენ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.