გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში მომდევნო დღეებში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +13, +15 გრადუსამდე გათბება.