პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება არასწორად იყო აღქმული

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება არასწორად იყო აღქმული
4-03-2022, 15:05 - 2022
524

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხი არასწორად იყო აღქმული.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს არ შეეძლო ისეთი სანქციების დაწესება, რომელიც რუსეთს უფრო დიდ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე საქართველოს.

„სხვათა შორის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება პრეზიდენტის ამ განცხადების. თუკი პატიოსნად შეხედავთ მის განცხადებას, რა თქმა უნდა, სანქციების საკითხს, საქართველოს დღეს არ შეუძლია რაიმე ეფექტიანი სანქცია ან ზომა გაატაროს, რომელიც უფრო მეტად დააზიანებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამაზე, მე მგონი, ოპონენტებიც თანხმდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა