5 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი მოხსენების მიზნით არ გაიმართება.
როგორც დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა.
როგორც სხდომის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს შესთავაზეს, რომ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე მომდევნო კვირას წარდგეს.
„შეთავაზება გამოითქვა, რომ შემდგომ პლენარული სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა - ეს გახლავთ შეთავაზება პარლამენტის მხრიდან. მე, რა თქმა უნდა, მექნება კომუნიკაცია პრეზიდენტთან და გავაცნობ ამ გადაწყვეტილებას და შევთავაზებ კონსულტაციას თარიღთან დაკავშირებით”, - განაცხადა პაპუაშვილმა.