ნატო არ ესწრაფვის რუსეთთან ომს - სტოლტენბერგი

ნატო არ ესწრაფვის რუსეთთან ომს - სტოლტენბერგი

4-03-2022, 13:55 - 2022
526
       

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ალიანსი არ არის უკრაინის კონფლიქტის მხარე და ის არ ცდილობს რუსეთთან ომს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გენერალური მდივნის თქმით, დღეს ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, რათა კონსულტაციები გამართონ უკრაინაში რუსეთის უხეშ შეჭრასა და მის შედეგებზე.

„ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და ასევე ღამით ვნახეთ ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს ადასტურებს ამ ომის სითამამეს და მისი დამთავრების მნიშვნელობას, რუსეთის ყველა ძალის გაყვანისა და მონაწილეობის მნიშვნელობას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები