„თუ აღარ ვიქნებით, ღმერთმა არ ქნას, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, საქართველო, პოლონეთი იქნებიან შემდეგი“, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე.
„თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები.
ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ღმერთმა არ ქნას, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, საქართველო, პოლონეთი იქნებიან შემდეგი.
ეს გაგრძელდება ბერლინის კედლამდე.
დამიჯერეთ, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე“, - განაცხადა ზელენსკიმ.