ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

3-03-2022, 17:44 - 2022
959
       

„ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა, არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა, თორემ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ იცის, რომ ევროპას ეკუთვნის, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები.

„მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს. ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა, არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა, თორემ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია.

საქართველო უდავოდ ევროპული სივრცის წევრია. ევროპული მომავალი არის ყველა ხელისუფლებისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც. საქართველომ იცის, რომ ევროპას ეკუთვნის, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები