ღარიბაშვილმა საქართველოს EU-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა

ღარიბაშვილმა საქართველოს EU-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა

3-03-2022, 17:19 - 2022
911
       

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.

მან ვიდე მიმართვისას აღნიშნა, რომ საქართველო ისე ახლოს არის ევროკავშირთან, როგორც არასდროს.

„ძვირფასო თანამემამულენო დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის, ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს. ჩვენი ქვეყანა ახლოს არის ევროკავშირთან როგორც არასდროს“, - განაცხადა ღარიბაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები