აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყება: მხარს ვუჭერთ პუტინის სურვილს, მოახდინოს უკრაინის დემილიტარიზაცია

აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყება: მხარს ვუჭერთ პუტინის სურვილს, მოახდინოს უკრაინის დემილიტარიზაცია

3-03-2022, 16:31 - 2022
827
       

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პრეზიდენტის სურვილს დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, აღმოაჩინოს და დასაჯოს კრიმინალები, მოახდინოს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაზიზაცია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის კომენტირებისას აფხაზეთის დეპარტამენტი აცხადებს, რომ „უკრაინის ბევრი მოქალაქე ელოდა და მიესალმება სამართლიან შურისძიებას“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პრეზიდენტის სურვილს დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, აღმოაჩინოს და დასაჯოს კრიმინალები, მოახდინოს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაზიზაცია. რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები სპეცოპერაციის ფარგლებში ექსკლუზიურად მიზნობრივი ხასიათისაა და მიზნად ისახავს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმას, განსხვავებით უკრაინული მხარის ქმედებებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები