საქართველოში უკრაინის რწმუნებული „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს პასუხობს

საქართველოში უკრაინის რწმუნებული „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს პასუხობს

3-03-2022, 16:16 - 2022
1 145
       

გაოცებულები ვართ საქართველოს ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომი, არის ბრძოლა უკრაინისთვის, ევროპისა და მათ შორის საქართველოსთვის. კასიანოვის თქმით, ომში წასულ ქართველებს არავინ ეკითხება რომელი „პარტიული ბილეთი“ აქვთ აღებული.

„ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის და მათ შორის, ომი საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა და არავინ არ ეკითხება, რომელი პარტიული ბილეთები აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას. და ბოლოს, დავასრულებ პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებით - „დღეს უკრაინელები არიან დაუმარცხებლობის სიმბოლო, იმის სიმბოლო, რომ ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება გახდეს საუკეთესო ადამიანი ნებისმიერ მომენტში“. დიდება უკრაინას“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები