„ვუყურებ, რომ სტალინის ძეგლები იდგმება საქართველოში და ამავდროულად ევროკავშირის წევრობა გინდათ, როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? “, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
როგორც ევროდეპუტატი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა უნდა შეჩერდეს, რადგან არ შეიძლება სტალინის ასე განდიდება.
„ვუყურებ, რომ სტალინის ძეგლები იდგმება საქართველოში, როგორ შეიძლება, რომ ეს ხდებოდეს, როცა ამავდროულად თქვენ ევროკავშირის წევრობა გინდათ, როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? თქვენი მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეჩერდეს, არ შეიძლება სტალინის ასე განდიდება. თქვენთვის ნათელია რას აკეთებს სტალინის გზის გამგრძელებელი პუტინი, ეს საშინელებაა ნამდვილად“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ „ფორმულასთან“.