„მადლობა საქართველოს მოქალაქეებს“ - გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

„მადლობა საქართველოს მოქალაქეებს“ - გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
2-03-2022, 23:13 - 2022
776

„მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.
მადლობა საქართველოს მოქალაქეებს პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
“, – წერს გიორგი გახარია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა