საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანას.
„მივესალმები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის შესახებ, რაც წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ გაბედულ ნაბიჯს“, – წერს დავით ზალკალიანი.