საქართველოს ექსპრემიერი განცხადებას აკეთებს

საქართველოს ექსპრემიერი განცხადებას აკეთებს
2-03-2022, 22:54 - 2022
461

„ახლა საჭიროა ყოვლისმომცველი, პროაქტიული, ძლიერი სტრატეგიის შემუშავება კრემლის აგრესიის შესაჩერებლად“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Newsweek-თან ინტერვიუში აცხადებს. 
 
მისი თქმით, თავისუფალი სამყარო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
 
უკრაინელების სიმამაცე თავისუფლებისთვის ბრძოლაში სუნთქვის შემკვრელია, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეზონანსულია. 

დღეს მთელი უკრაინა საომარ ზონად არის გადაქცეული, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება თავისუფალი სამყარო და ტირანია. 

კრემლის პროპაგანდა უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თავისი მილიტარისტული ამბიციების საბაბად იყენებს, მაგრამ ნათელია, რომ ამას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. 

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია 1990-იან წლებში დაიწყო და მაშინ „ნატოზე“ საუბარი საქართველოში საერთოდ არ იყო
“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე Newsweek-თან ინტერვიუში.

კომენტარები
რეკლამა