რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსში პროვოკაციას ამზადებენ, - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
მედიის ინფორმაციით, მსგავსი პროვოკაციის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
კერძოდ, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი ვერსიის თანახმად უკრაინულ ფორმაში გამოწყობილი დივერსანტები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ისვრიან, მეორე ვერსიით, ბელარუსის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ და მესამე ვერსიით, გომელის რეგიონის მოზირში ქარხანას ააფეთქებენ.