ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

2-03-2022, 16:37 - 2022
5 560
       

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
 
მერაბიშვილი უკრაინა გამძლეობასა და უმოკლეს დროში გამარჯვებას უსურვებს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“, - წერს ვანო მერაბიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები