TI-ის თავმჯდომარე: არსებობს ბერკეტები, რომ მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხი დაისვას

TI-ის თავმჯდომარე: არსებობს ბერკეტები, რომ მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხი დაისვას

2-03-2022, 15:30 - 2022
562
       

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ კრიზისულ ვითარებაში შესაფერისი ფიგურა არ არის.

როგორც გიგაური ამბობს, უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული „ღირსებაშემლახველი განცხადებების“ გაკეთების გამო, ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

„არ მგონია, რომ პრემიერი ადეკვატურად აფასებს ამ ყველაფერს და იცის, რა უნდა გააკეთოს როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა. ის არ არის სწორი ფიგურა ამ თანამდებობაზე. არსებობს ბერკეტები იმისთვის, რომ მის და მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხი დაისვას“, - თქვა გიგაურმა.

მანვე განაცხადა, რომ პარლამენტში ოპოზიციას შეუძლია 51 ხმით მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყოს.

„საჭიროა 51 ხმა მაინც, შესაბამისად, ეს ხმები შესაძლოა, ოპოზიციამაც შეაგროვოს. მგონია, არის ის სიტუაციაა, რომ მმართველ გუნდშიც კონკრეტულმა ადამიანებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ამის შემდეგ, ბოლოში რომ გავიდეს ეს პროცესი, საჭიროა 76 ხმა. მაგრამ დღეს მნიშვნელვანია, რომ საქართველოს პარლამენტში კონკრეტული ინიციატივები გაჟღერდეს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები