ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე - ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, ასეთ განცხადებას აზრი არ აქვს

ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე - ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, ასეთ განცხადებას აზრი არ აქვს
2-03-2022, 00:31 - 2022
1 561

„ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, ასეთ განცხადებას აზრი არ აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Fracnce 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით.

პირველ რიგში, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს განცხადება [ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციების არდაწესებაზე]. 

ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რა სახის სანქციების დაწესება შეგვიძლია, რასაც ნამდვილად ექნება გავლენა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს ასეთ განცხადებას რაიმე აზრი აქვს. 

გულწრფელად გეტყვით, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი.
 
ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელის საქართველოსგან, არის ღია სოლიდარობა. 

ვიზიტის ფარგლებში სწორედ ამას გამოვხატავ პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ. 

ასევე, საქართველოს მოსახლეობამ ეს ძალიან ნათლად გამოხატა. სწორედ ამ გზავნილის ჩამოტანა მინდოდა აქ, საფრანგეთში, რომ ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ
“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა