საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს

საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს

1-03-2022, 22:33 - 2022
1 357
       

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა გაუკვირდა. 

როგორც ზალკალიანმა იმედის ეთერში თქვა, „ყველაფერი ორკესტრირებულს ჰგავს“.

ძალიან რთული ასახსნელია, რომ ახსენეთ ერთ-ერთი ქვეყანა [ბელარუსი], რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული პრეტენზიები, რომ მისი ტერიტორიები გამოიყენება საომარი ოპერაციებისთვის, იქ დღემდე არის ელჩი და არანაირი დემარშის ეს დაბალი ფორმაც არ გამოყენებულა ამ ქვეყნის მიმართ. 

არ მინდა ეს იყოს გაგებული, რომ ვინმეს რაღაცას მოვუწოდებ. ძალიან გამიკვირდა ეს, რადგან მეჩვენება, რომ ყველაფერი თითქოს ორკესტრირებულს ჰგავს და ის ქმედებები, რაც მოყვა თბილისში და ვხედავთ, საზოგადოების ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ეს. 

მართლაც გაოცებული ვარ
“, - აცხადებს ზალკალიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები