რუსეთის ადვოკატი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის ინტერესების დაცვაზე უარს ამბობს

რუსეთის ადვოკატი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის ინტერესების დაცვაზე უარს ამბობს

1-03-2022, 20:53 - 2022
1 084
       

რუსეთის ადვოკატი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის ინტერესების დაცვაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს.
 
მისი ინფორმაციით, ფრანგმა ადვოკატმა, ალან პელემ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება საკუთარი რეპუტაციის სანაცვლოდაც კი მიიღო, ვინაიდან წერილში, რომელსაც ადვოკატი წერს, ამბობს, რომ არ ეთანხმებოდა რუსეთს მაშინაც, როცა საერთაშორისო სასამართლოში ამ ქვეყნის ინტერესებს იცავდა.
 
ადვოკატი ალან პელე ამბობს უარს რუსეთის დაცვაზე ამ საქმეში კი არა ახლა რაც მიმდინარეობს უკრაინაზე, საერთოდ ყველა საქმეში, რომელშიც მონაწილეობს რუსეთის მხარეს, ალან პელე ამბობს უარს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე.
 
სინამდვილეში ეს გამოიხატება 3 სიტყვით - რუსეთი არის განადგურებული. ერთგვარი ფლეშმობია, ვინ როგორ დააჩმორებს რუსეთს და მე მგონი მისმა ადვოკატმა ყველაზე უფრო წარმატებული ფორმა იპოვა. გამოვიდა ყველა იმ საქმიდან, სადაც რუსეთს იცავდა და უკანა რიცხვით რევიზია გაუკეთა საკუთარი კლიენტის პოზიციას და თქვა, რომ იქაც მიმაჩნდა რუსეთის მიერ წარმოებულ ომი იყოო, არადა სასამართლოში იცავს პოზიციას, რომ ეს არ იყო რუსეთის ომი
“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები