„უკრაინელები იბრძვიან საყოველთაო თავისუფლებისთვის“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელ ხალხს ევროპის თავისუფლების ჩირაღდანი უჭირავთ.
„უკრაინელები იბრძვიან საყოველთაო თავისუფლებისთვის და მზად არიან დაიხოცონ ამისთვის. უკრაინელები არიან შთაგონების მოცემები. დღეს უკრაინა იმაზე ახლოსაა ევროკავშირთან ვიდრე ოდესმე, მაგრამ დიდი გზა არის კიდევ აქამდე გასავლელი. ჩვენ უნდა დავასრულოთ ომი, ადამიანები ვინც ასე იცავენ ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ოჯახს ეკუთვნიან. გაუმარჯვოს ევროპასა და დამოუკიდებელ უკრაინას“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.