მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესია დაიყო, ისეთი რეაქცია ვანახეთ, რომელსაც არ ელოდებოდა პუტინი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ თავისუფლებას კეთილდღეობისა და აყვავების სანაცვლოდ არასდროს გაწირავენ.
„ჩვენ იმისთვის, რომ მშვიდობა დასადგურდეს ორნი უნდა ვიყოთ და ომისთვის ერთიც არის საკმარისი. ჩვენ შემაკავებელი შესაძლებლობები უნდა გავაძლიეროთ, იმისთვის, რომ ომი ავიცილოთ თავიდან. ჩვენი შეკავების ღონისძიებები არ იყო იმდენად ძლიერი, რომ შეგვეკავებინა პუტინის აგრესია. მას შემდეგ, რაც აგრესია დაიყო, ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთი რეაქცია ვანახეთ, რომელსაც არ ელოდებოდა პუტინი. ჩვენ არასდროს გავწირავთ თავისუფლებას და არ დავდებთ აყვავებისა და კეთილდღეობის ფსონად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.