მიშელი: სანქციები ჩვენზეც იქონიებს გავლენას, ეს გახლავთ ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რადგან ფსონზე დევს მომავალი

მიშელი: სანქციები ჩვენზეც იქონიებს გავლენას, ეს გახლავთ ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რადგან ფსონზე დევს მომავალი

1-03-2022, 16:17 - 2022
492
       

„ჩვენ გულახდილი უნდა ვიყოთ, სანქციები ჩვენზეც იქონიებს გავლენას“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ის ფასი, რაც ყველამ უნდა გადაიხადოს, რადგან ფსონზე ჩვენი ღირებულებები, რწმენა და საერთო მომავალია. 

„ჩვენი ამოცანაა, აღვდგეთ ამ ისტორიულ მომენტში, ჩვენ დაპირება გავაკეთეთ, რომ სწრაფად ვიმოქმედებთ, რომ მასობრივი და მტკიცე იქნება რუსეთისთვის შედეგები და ჩვენ მასიურად და არაპრეცედენტული სანქციებით ვუპასუხეთ ვლადიმერ პუტინს. ჩვენ ასევე მაქსიმალურ ზომებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ უცხოური ვალუტის გამოყენება შეიზღუდოს. ჩვენ გამოვრიცხავთ ძირითად რუსულ ბანკებს „სვიფტიდან“ და ჩვენ მკაც სანქციებს დავაწესებთ ძირითად სექტორებზე. ჩვენ გულახდილი უნდა ვიყოთ, სანქციები ჩვენზეც იქონიებს გავლენას და ეს გახლავთ ის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმიტომ, რომ ფსონზე დებს ჩვენი ღირებულება, რწმენა და საერთო მომავალი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები