ხაბეიშვილი: სასწრაფოდ გადააყენეთ პრემიერი ღარიბაშვილი

ხაბეიშვილი: სასწრაფოდ გადააყენეთ პრემიერი ღარიბაშვილი

1-03-2022, 16:03 - 2022
761
       

„სანამ ყაველაშვილი აქ იგინებოდა, ამასობაში ომში მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მაგრად შეეწერა“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

ხაბეიშვილი მოითხოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სასწრაფოდ დატოვოს პრემიერ-მინისტრი პოსტი. 

„სანამ ყაველაშვილი აქ იგინებოდა და დაიგინა, ამასობაში ომში მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს მაგრად შეეწერა, ჩვენდა სამწუხაროდ. ეს არის სრული კატასტროფა. ეს ინფორმაცია არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტი ზელენსკიმ გაიწვია ელჩი და მითხარით უმრავლესობის წევრები მგზნებარე და დაძარღვულები რომ გამოდიოდნენ წეღან, მათ შორის 2008 წლის ომზე რომ საუბრობდნენ რუსეთისა და ბელარუსის გარდა, კიდევ საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი? ნუთუ არ გრცხვენიათ? ან სამარცხვინო ღარიბაშვილს როგორ ეფარებით საერთოდ? ფეხზე უნდა იდგეთ და მთელ მსოფლიოს ეუბნებოდეთ, რომ, დიაც, აგრესორი და მკვლელია პუტინი.

ვის რუსეთუმეობაზე საუბრობთ გავრილოვიდან დაწყებული პოზნერამდე დასრულებული მე ვუმასპინძლე, დავატარებდი რესტორნებში, ელარჯს მე ვუწელავდი თუ თქვენ? სად იყო მდინარაძე და კობახიძე 2008 წელს? კადრი ან ერთი განცხადება მაჩვენეს მათი. სად იყო ღარიბაშვილი? ეს ბერას ძიძა, სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს, თავი გეჭრებათ თქვენ, ერთადერთმა რამე შეიძლება შეგიმსუბუქოთ ყველაფერი, სასწრაფოდ გადააყენეთ პრემიერი ღარიბაშვილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები