სამადაშვილი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე მიერთებას ითხოვს

სამადაშვილი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე მიერთებას ითხოვს

1-03-2022, 15:17 - 2022
493
       

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება უკრაინის ელჩის დაბარებას და მოუწოდებს პარლამენტს რომ ნაწილობრივ მაინც მიუერთდეს საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 

სამადაშვილი მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რომ გამოვიდეს და განმარტოს, რა არის მათი პოზიცია უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ. 

„თქვენ ნახეთ, რომ დღეს უკრაინის სახელმწიფომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველო რუსეთის შემდეგ გახდა ის სახელმწიფო, საიდანაც უკრაინამ ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ომის ამოცანების განხორციელებას, რაც არის უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება. არაერთხელ შევთავაზეთ მმართველ პარტიას, რომ ჩვენ ჩაგვეტარებინა პარლამენტის საგანგებო სხდომა, მივმართეთ გუშინ წინადადებით, რომ მოგვეწვია უკრაინის ელჩი, რომელსაც პლენარული სხდომა მიესალმებოდა და გაამხნევებდა უკრაინელ ხალხს, დღეს კი უკრაინის ელჩი არის გაწვეული ქვეყნიდან. ჩვენ ახლა ვაყენებთ დღის წესრიგში მოთხოვნას, სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან ნაწილობრივ მაინც და დაუყოვნებლივ მიერთება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის გადაუდებელი ამოცანა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში, ქვეყნიდან გაიწვია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები