ბაჩო ახალაია საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარ აკეთებს

ბაჩო ახალაია საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარ აკეთებს

1-03-2022, 10:29 - 2022
1 419
       

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებას დატოვა. მანვე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს.

„რას არ ვაპირებ ის შემიძლია გითხრათ - პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. ეგ არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდზე მიზანი [მეუღლე] და ჩემი შვილები. ცოტა ფეხზე დადგომა მინდა იმიტომ, რომ გამოფიტული ვარ, ძლივს ვდგავარ ახლა, დაღლილი ვარ. ეს არის ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია. მინდა რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ, გაოცებული ვარ ამ ხალხით და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა მშურს მათი. მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ჩემს ქვეყანას. 41 წლის ვარ და ქვეყნის სამსახურის მეტი არაფერი მიკეთებია. ვის როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 9-წლიანი სასჯელის ვადა გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, მაგრამ მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები