„ხარკოვი არტილერიით დაბომბეს, არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას“ - ზელენსკი

„ხარკოვი არტილერიით დაბომბეს, არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას“ - ზელენსკი

1-03-2022, 02:47 - 2022
722
       

„რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვი არტილერიით საშინლად დაბომბეს, მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოროტება, შეიარაღებული რაკეტები, არტილერიითა და ბომბებით აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

„რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვი არტილერიით საშინლად დაბომბეს. ცალსახად, ეს არის სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ათობით ჩაწერილი ვიდეო ამტკიცებს, რომ ეს არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული შეტევაა. რუსებმა იცოდნენ, რა მიმართულებითაც ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი აუცილებლად შედგება. ეს არის ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.
 
მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას. აქ უკრაინაა, აქ ევროპაა. ეს 2022 წელია!

ბოროტება, შეიარაღებული რაკეტები, არტილერიითა და ბომბებით აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ეკონომიკურად გაანადგურო და აჩვენო, რომ ხალხს თავის დაცვა შეუძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები