გრიცენკო: საქართველო, იმ ხელისუფლებით, როგორიც დღეს არის, უკრაინის პარტნიორი ვეღარ იქნება

გრიცენკო: საქართველო, იმ ხელისუფლებით, როგორიც დღეს არის, უკრაინის პარტნიორი ვეღარ იქნება

28-02-2022, 23:30 - 2022
1 117
       

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ეხმაურება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის რუსეთისთვის სანქციების არდაწესების შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ჩვენთვის უცხოა. გრიცენკო აღნიშნავს, რომ ისეთი საქართველო, როგორიც დღეს არის, იმ ხელისუფლებით და მოქალაქეებით, რომლებიც ასეთ ხელისუფლებას ირჩევენ და ითმენენ, ვეღარ იქნება უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი.

„ომი ყველაფერს შავ-თეთრს ხდის. მეგობარი მტერია, შენიანი კი უცხო. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ჩვენთვის უცხოა. როგორ მოიქცევა ქართული ერი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად ვეხმარებოდით 2008 წელს, მაგას ვნახავთ. ისეთი საქართველო, როგორიც დღეს არის, იმ ხელისუფლებით და მოქალაქეებით, რომლებიც ასეთ ხელისუფლებას ირჩევენ და ითმენენ, ვეღარ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი (როგორც აქამდე ითვლებოდა). ასეთი საქართველოს მიღება არც ევროკავშირს და არც ნატოს მოუნდება. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იფიქროს და ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა, რომ მას სანდო პარტნიორი უწოდონ“, - წერს გრიცენკო „ფეისბუქზე“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები