რას ითხოვს პუტინი მოლაპარაკებებზე

რას ითხოვს პუტინი მოლაპარაკებებზე

28-02-2022, 21:54 - 2022
3 381
       

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ „უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებისთვის“ რუსეთი მოითხოვს შემდეს:

1.ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის ცნობას;

2.უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას;

3.უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 თებერვალს უკრაინა-ბელარუსის საზღვართან გაიმართა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც ექვს საათს გრძელდებოდა. 

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, „მხარეებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, რაზეც გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები“. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მონაწილეები საკუთარ დედაქალაქებში ბრუნდებიან ამ გადაწყვეტილებათა რეზულტატებზე სამსჯელოდ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები