თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირიც გადაიკეტა.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინის მხარდამჭერი ბანერები აქვთ მიტანილი. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და გმობენ ომს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. მე-5 დღეა უკრაინაში რუსი დამპყრობლები სხვადასხვა ქალაქზე თავდასხმას ახორციელებს.