ევროპარლამენტში, ერთ-ერთმა მსხვილმა ფრაქციამ „ალდე“, რომელიც ევროპელი ლიბერალური პარტიების გაერთიანებაა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე ისაუბრეს და აღნიშნული რეზოლუციაშიც ჩაწერეს.
„ალდე“ არის ევროპელი ლიბერალური პარტიების გაერთიანება. ერთ-ერთი მსხვილი ფრაქცია ევროპარლამენტში. მისი მხარდაჭერა იყო სერიოზული, როცა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ყო კრიზისი. ეს დგას ყოველთვის საქართველოს გვერდით. ამჯერად საგანგებო სხდომაზე, სადაც მონაწილეობას იღებდა ყველა ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე, მივიღეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ და მკაცრად არის დაწერილი, რა ზომები უნდა მიიღოს ევროპამ და ნატომ, რათა მხარი დაუჭიროთ ჩვენ პარტნიორს და ამ განხილვის დროს ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ უკრაინასთან ერთად დაჩქარებული წესით გაერთიანება ევროკავშირში საქართველოსა და მოლდოვასი უნდა იყოს დაჩქარებული. უნდა დაიწყოს დისკუსია. რეზოლუცია რამდენიმე წუთში იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.